პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

თბილისის საქალაქო სასამართლო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 5 წლით გასამართლებულმა რეჟისორმა გიორგი ოკმელაშვილმა საპატიმრო დატოვა.

გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
TV პირველი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია - მან ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ოკმელაშვილს გამოძიება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. რეჟისორს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

გიორგი ოკმელაშვილი რეჟისორი და პროდიუსერი, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია. ის 2024 წლის 15 მაისს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს.

2025 წლის 3 თებერვალს რეჟისორს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენი კი სააპელაციო სასამართლომ 28 აპრილს ძალაში დატოვა.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციური დაწესებულება სინდისის პატიმარმა გიორგი ოკმელაშვილმაც დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი გიორგი ოკმელაშვილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები