პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს

2024 წლის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა, რომლებსაც 4,6-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს
ინტერპრესნიუსი

პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს.

მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისათვის 4,6 -4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც. ციხიდან გამოსვლას ელოდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილიც. მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დავით ლომიძე და გიორგი ოკმელაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საპატიმრო დატოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები