შაკო ჩაჩანიძე: სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ. სინამდვილეში ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გვერდმა „პირველი ამბები“, რომელიც მისი მტკიცებით აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს ეკუთვნის, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ბათუმის ტრაგედიის ძველი ვიდეო თარიღის გარეშე გამოაქვეყნა.

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ფეისბუქ-გვერდ „პირველი ამბების“ შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულმა გვერდმა პროვოკაციულად გაავრცელა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანა.
მისი ინფორმაციით, „პირველი ამბები“ ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ გვერდზე დებს ყველაფერს, რის გამოქვეყნებასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს.
„სოციალურ ქსელში მორიგი ბინძური პროვოკაცია ვიხილეთ - ერთ-ერთმა ფეიჯმა, რომელიც თავს „ნიუსების“ გამავრცელებლად ასაღებს, თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ და მათ ემოციებზე ეთამაშათ.
სინამდვილეში ეს ფეიჯი მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - სწორედ აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს და ასე კულისებში იმალება.
ტრაგედიით ვაჭრობა და სიცრუით მანიპულირება ამორალურია! ნუ ენდობით ამაზრზენ, უპრინციპო სუბიექტებს, რომლებიც სხვისი უბედურებით სპეკულირებენ!“ - წერს შაკო ჩაჩანიძე Facebook-ზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…