პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში შეტევა იყო „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურზე

რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ალმეტიევსკთან მდებარე „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურზე უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. დამოუკიდებელი მედიის ცნობით, ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მსხვილი ხანძარი თავიდან აიცილეს.

რუსეთში შეტევა იყო „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურზე
რადიო თავისუფლება

თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, კონკრეტულად კალეიკონო ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ამ ცნობის მიხედვით, უკრაინული დრონებით დარტყმა იყო ქალაქ ალმეტიევსკთან მდებარე ნავთობის რეზერვუარებზე.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, „მსხვილი ხანძარი თავიდანაა აცილებული“ ავტომატური ანტისახანძრო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს და მონიტორინგის უკრინული არხის, Exilenova+ ადგილობრივი წყაროების ცნობით, დარტყმა იყო სწორედ სადგურ „კალეიკინოზე” და იქ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ დასანქცირებული კომპანიის, „ტრანსნეფტს“ ნავთობის საქაჩი სადგური „კალეიკინო” ამავე სახელწოდების სოფელსა და ქალაქ ალმეტიევსკს შორის მდებარეობს და რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ სადგურს 2026 წლის თებერვალშიც დაარტყეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ღამით თათრეთზე თავდასხმა განხორციელდა: აფეთქებები ისმოდა ქალაქ ალმეტიევსკის რაიონშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები