პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეტევა იყო ბალტიის ზღვაზე რუსეთის ერთ-ერთ დიდ პორტზე, უსტ-ლუგაზე

ბალტიის ზღვაზე მდებარე რუსეთის უსტ-ლუგის სტრატეგიულ პორტზე დრონებით განხორციელებულმა შეტევამ ხანძარი გამოიწვია, რასაც ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო ადასტურებს.

შეტევა იყო ბალტიის ზღვაზე რუსეთის ერთ-ერთ დიდ პორტზე, უსტ-ლუგაზე
რადიო თავისუფლება

პირველი ცნობები, რომ დარტყმა იყო სწორედ უსტ-ლუგის პორტზე, გამთენიისას გაავრცელეს უკრაინულმა და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა.

მოგვიანებით ეს დაადასტურა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია უსტ-ლუგის საპორტო ზონაში. დროზდენკოს თანახმად, ამავე რაიონში ავარიულად გაითიშა ელექტროქვესადგური.

უსტ-ლუგის პორტი ფინეთის ყურეში მდებარეობს და ბალტიის ზღვაზე რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი, სტრატეგიული ეკონომიკური მნიშვნელობის პორტია. მისი ტერმინალები განკუთვნილია ნავთობის, გაზის კონდენსატის, ნახშირის, მინერალური სასუქებისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.

პორტი ადრეც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საპორტო ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.

მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის მსხვილ სამრეწველო ზონაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები