ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებზე: „ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე“
უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიულ კავშირებს უწუნებენ, მაშინ როცა თავად რიგში დგანან ჩინეთის ლიდერებთან შესახვედრად.

„ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მან ისაუბრა, თუ რატომ არ შეიმჩნია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციამ. კირცხალია მიიჩნევს, რომ „მათ დავალება შეასრულეს“.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე, რა თქმა უნდა ისინი ასრულებენ დავალებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ ეს დავალება მოუვიდათ – არ შევიმჩნიოთ ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ყოველთვის ისე, რომ როგორმე შეეწყოთ ხელი, თავიანთი პატრონების ჩართულობით, ყველა იმ პროცესისთვის ისე, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მოწყვლადს გახდიდა და შემდეგ მარტივი სამართავი და მარტივი ლუკმა გახდებოდა მათივე პატრონებისთვის“, – განაცხადა კირცხალიამ.
მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ მოსდის ევრობიუროკრატებისგან ოპოზიციას მსგავსი დავალებები.
„რატომ მოსდის ეს დავალებები მათ? – იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც შენ გყავს ასეთი პარტნიორი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, მაგრამ ხშირად ბევრი რეალურად ექსპერტი არაერთი წელია უკვე საუბრობს, რომ შეიძლება ჩინეთი განვიხილოთ შეიძლება, მსოფლიოში მეორე ეკონომიკად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ რაც ოფიციალურად არის, ამ ვერსიას დავეყრდნოთ – კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, რამდენად არის მეორე ეკონომიკა და რამდენად არ არის რეალურად პირველი ეკონომიკა.
ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ჩინეთში წითელ ხალიჩას არც უშლიან, რომ დადგნენ რიგში და როგორმე შეხვდნენ ამ უძლიერესი, ზე სახელმწიფოს ლიდერებს. მათთვის ეს შეიძლება“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, თურმე, ევრობიუროკრატებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ უნდა ვთანამშრომლობდეთ ჩინეთთან, რაც უსტანდარტობის გამოძახილია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებზე: ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე
ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ
ციტატები სტატიიდან
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე, რა თქმა უნდა ისინი ასრულებენ დავალებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ ეს დავალება მოუვიდათ – არ შევიმჩნიოთ ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ყოველთვის ისე, რომ როგორმე შეეწყოთ ხელი, თავიანთი პატრონების ჩართულობით, ყველა იმ პროცესისთვის ისე, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მოწყვლადს გახდიდა და შემდეგ მარტივი სამართავი და მარტივი ლუკმა გახდებოდა მათივე პატრონებისთვის“
„რატომ მოსდის ეს დავალებები მათ? – იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც შენ გყავს ასეთი პარტნიორი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, მაგრამ ხშირად ბევრი რეალურად ექსპერტი არაერთი წელია უკვე საუბრობს, რომ შეიძლება ჩინეთი განვიხილოთ შეიძლება, მსოფლიოში მეორე ეკონომიკად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ რაც ოფიციალურად არის, ამ ვერსიას დავეყრდნოთ – კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, რამდენად არის მეორე ეკონომიკა და რამდენად არ არის რეალურად პირველი ეკონომიკა. ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ჩინეთში წითელ ხალიჩას არც უშლიან, რომ დადგნენ რიგში და როგორმე შეხვდნენ ამ უძლიერესი, ზე სახელმწიფოს ლიდერებს. მათთვის ეს შეიძლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…