აჭის წმინდა გიორგის მონასტერი - უნიკალური ფრესკები, უძველესი სიწმინდეები და ლეგენდები, რომლებსაც საუკუნეები ინახავს
აჭის წმინდა გიორგის მონასტერი უნიკალურ ფრესკებსა და სიწმინდეებს ინახავს, მათ შორის გამოსახულებას, სადაც წმინდა გიორგის გველეშაპი მოთვინიერებული ჰყავს. გიორგობის დღესასწაულზე ტაძარში შემოქმედის ეპარქიიდან თამარ მეფის ჯვარს მოაბრძანებენ.
სოფელი აჭი, ულამაზესი ბუნებით და საოცარი ხეობით... აქაა ადგილი, რომელსაც დევის ქვა ეწოდება. ლეგენდა მის შესახებ თავის ნაშრომში ექვთიმე თაყაიშვილსაც აქვს მოყოლილი.
მონასტერი დიდ ისტორიას, უნიკალურ მხატვრობას და ბევრ სასწაულს ინახავს. წმინდა გიორგის საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ. ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ტაძარიც სწორედ მის სახელზეა აგებული.
მონასტრის შესახებ ისტორია ბევრ ცნობას არ ინახავს. როგორც ამბობენ, თავდაპირველად ტაძრის აშენება სულ სხვა ადგილზე იყო დაგეგმილი.
მონასტერი უნიკალურია არა მხოლოდ მის გარშემო არსებული თქმულებებით, არამედ იმ ფრესკებით, რომლებსაც მის კედლებზე ნახავთ. სწორედ აქ არის ფრესკა, რომელზეც წმინდანი გველეშაპს არ კლავს. წმინდა გიორგის ის მოთვინიერებული ჰყავს.
ზუსტი ცნობები იმაზე, თუ ვინ იყო ამ ფრესკების ავტორი, არ არსებობს. მხატვრობის მიხედვით ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ნამუშევარი არ უნდა იყოს.
არქიტექტურულადაც ტაძარი უნიკალურია. ყველა სარკმელი განსხვავებულია და თავისი ფუნქცია აქვს.
აჭის წმინდა გიორგის ტაძარს ეკუთვნის უდიდესი სიწმინდე, რომელიც შემოქმედის ეპარქიაშია დაცული და აქ გიორგობის დღესასწაულზე მოასვენებენ. აქ არის ჯვარი, რომელიც თამარ მეფის ჯარს წინ მიუძღოდა.
ხვალ უკვე გიორგობაა. აჭის მონასტერშიც, ისევე როგორც სხვა მრავალ ტაძარში, მორწმუნეები დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…