პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ონლაინ თაღლითობის ახალი სქემა - მოქალაქეებს, ახლობლების სახელით, თანხის გადარიცხვას სთხოვენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ონლაინ თაღლითობის ახალი სქემა გამოჩნდა: მოქალაქეებს ახლობლების სახელით თანხის გადარიცხვას სთხოვენ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მარი შაშიაშვილს, თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, დედის თხოვნა არ გაჰკვირვებია, რადგან იცოდა, რომ ექიმთან იყო. ეჭვი თანხის რამდენჯერმე მოთხოვნამ გააჩინა - მალე გაირკვა, რომ ფულს არა დედა, არამედ პროფესიონალი თაღლითი სთხოვდა.

დარეკა ბანკში და მოითხოვა ტრანზაქციების გაუქმება. მიმართა პოლიციასაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო. პარალელურად, გაავრცელა გამაფრთხილებელი ვიდეომიმართვა.

ვიდეოს კომენტარებიდან გაირკვა, რომ ის ერთადერთი არაა - იგივე შინაარსის შეტყობინებები ახლობლებისგან სხვებმაც მიიღეს. გადარიცხვის ქვითრებში მიმღები კომპანია ყველგან ერთია - "ნიუ ფეიმენთ სისტემ". კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვისას ეჭვი მსხვერპლს შეიძლება ნაკლებად შეეპაროს და იფიქროს, რომ მიკვლევადობა მარტივია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოყენებული შპს მხოლოდ გამტარი კომპანიაა, რაც რეალური თაღლითის მიგნებას, პირიქით, ართულებს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ონლაინ თაღლითობის უკან არა ქართველი, არამედ უცხოელი შემტევები დგანან. ამ თაღლითობას კი კლასიკურ "ფიშინგს" უწოდებენ, რაც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო რთული ამოსაცნობი ხდება.

ამგვარად, ონლაინ თაღლითებმა უკვე კარგად იციან მიზანში ამოღებული სავარაუდო მსხვერპლის სუსტი წერტილები და სამიზნედ სწორედ მოწყვლად ჯგუფებს ირჩევენ. ასეთი თაღლითობისგან თავის დაცვა მხოლოდ სიფრთხილით არის შესაძლებელი.

სპეციალისტები გვირჩევენ, არასოდეს გავაკეთოთ გადარიცხვა, ახლობლებთანაც კი, გადამოწმების გარეშე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ - როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობის ახალი სქემისგან?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები