პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
პრემიერლიგის მე-11 ტურში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:0 დაამარცხა. შეხვედრის მე-8 წუთზე „იუნაიტედის“ მცველი ლენი იორო გააძევეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა დომინიკ სობოსლაის, ფლორიან ვირცის, რიო ნგუმოასა და ვიქტორ მუნიოსის გოლებით გაიმარჯვეს.

პრემიერლიგის მე-11 ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედი" 4:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის კარს ალისონი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.
შეხვედრის მე-8 წუთზე ლენი იორომ სენე ლამენსთან პირისპირ დარჩენილი ალექსანდერ ისაკი წააქცია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, ჯარიმა კი გოლად დომინიკ სობოსლაიმ აქცია და მასპინძლები დააწინაურა. 3 წუთში ფლორიან ვირცმა რიო ნგუმოას პასით ეფექტური გოლის გატანა მოახერხა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
რა თქმა უნდა, კაცნაკლულ "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ლივერპულის" დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. 66-ე წუთზე ნგუმოამ საგოლე პასს გოლიც დაუმატა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ცვლილებაზე შემოსულმა ვიქტორ მუნიოსმა დააფიქსირა.
„ლივერპული“ 21 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 8 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავს - ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგს“ ესტუმრება.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - მანჩესტერ იუნაიტედი 4:0
გოლები: 1:0 სობოსლაი (10), 2:0 ვირცი (13), 3:0 ნგუმოა (66), 4:0 მუნიოსი (82)
გაძევება: იორო (8, მანჩესტერ იუნაიტედი)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…