შსს – „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლები ჩამოინგრა, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის გამოწვევას
შსს-ს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლას მსხვერპლი მოჰყვა, სიცრუეა და პანიკის გამოწვევას ემსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, რომლის თანახმადაც, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.
გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფეისბუქგვერდ „პირველ ამბებს“ არაერთხელ გაუვრცელებია სენსიტიური შინაარსის მქონე ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებისას, არ დაეყრდნოს გადაუმოწმებელ წყაროებს და არ შეუწყოს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშისა და პანიკის გამოწვევის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშსს ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება - ფეისბუქგვერდ „პირველ ამბებს“ არაერთხელ გაუვრცელებია სენსიტიური შინაარსის მქონე ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
შსს: დეზინფორმაციას წარმოადგენს ფეისბუქგვერდ "პირველი ამბების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა
შსს-ს განცხადებით, სიცრუეა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…