საზოგადოება · 22 ნოემბერი, 14:50
ქვემო ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან მოქალაქეები იკრიბებიან და დაღუპულებს იხსენებენ
ქვემო ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან და დაღუპულებს იხსენებენ, ხოლო მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

საქართველო გლოვობს და ტრაგედიის ადგილზე, დაღუპულებს იხსენებენ. სპეციალურად მოწყობილ კუთხეში სანთლებს ანთებენ, ყვავილებთან ერთად კი სათამაშოები მიაქვთ ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.
მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…