მეუფე იობი - ერთს ვიტყვი, პატრიარქი კირილე ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელია, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის განცხადებით, რუსეთის პატრიარქი კირილე ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელია და ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს.

მე ერთს ვიტყვი, პატრიარქი კირილე ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელია, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს, - ამის შესახებ მროველ -ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
მეუფე იობი პატრიარქ კირილეს დაბადების დღეზე დელეგაციის გაგზავნასაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს სავარაუდოდ, დიპლომატიის ერთ-ერთი მხარეა, რადგან პირდაპირ დაპირისპირება ვერ მოხდება.
„მე ერთს ვიტყვი, პატრიარქი კირილე ომისა და სისხლის ღვრის მაკურთხებელია, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს. კი, დიდი ქვეყნის, რუსეთის პატრიარქია, მაგრამ მან აკურთხა ეს ომი და მხარი დაუჭირა.
დელეგაცია რომ წავიდა, ეს ალბათ დიპლომატიის ერთ-ერთი მხარეა, დაპირისპირება მთლად ისე ვერ მოხდება“, - განაცხადა მეუფემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…