პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პორტუგალიაში ბინებზე ფასების სწრაფი ზრდა გააპროტესტეს

პორტუგალიის 30-ზე მეტ ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა ბინებზე ფასების სწრაფი ზრდა გააპროტესტა და ქირის ზედა ზღვრის დაწესება მოითხოვა.

პორტუგალიაში ბინებზე ფასების სწრაფი ზრდა გააპროტესტეს
იმედინიუსი

პორტუგალიაში ათობით ათასმა ადამიანმა ბინებზე ფასების სწრაფი ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

მარშები ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში გაიმართა. აქციაში, რომელიც ლოზუნგით „არ მივცემთ უფლებას, წაგვართვან საცხოვრებლის უფლება“ მიმდინარეობდა, როგორც მოზარდები, ისე პენსიონერები მონაწილეობდნენ.

აქტივისტები ქირის საფასურის ზრდის ზედა ზღვრის დაწესებას, გამოსახლებისგან მოიჯარეების სამართლებრივი დაცვის გაძლიერებასა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

სტატისტიკური მონაცემებით, პორტუგალიაში საცხოვრებელზე ფასები შემოსავლებზე ბევრად სწრაფად იზრდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პორტუგალიის დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების გაძვირების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები