ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბინის ქირის გაძვირებისა და საცხოვრებელი ხარჯების გაზრდის გამო პორტუგალიაში საპროტესტო აქციები გაიმართა

ლისაბონში ათიათასობით ადამიანმა ბინის ქირის გაძვირება და საცხოვრებელი ხარჯების ზრდა გააპროტესტა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, 2017 წლის შემდეგ პორტუგალიაში სახლების ფასები და საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქირის თანხა გაორმაგდა.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ცენტრში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ბინის ქირის გაძვირება და საცხოვრებელი ხარჯების ზრდა გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაბალი ხელფასები საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ზრდას ვერ ეწევა, რის გამოც სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს ამ პრობლემასთან გამკლავება.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, 2017 წლის შემდეგ პორტუგალიაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა, ასევე გაორმაგდა ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქირის თანხა. შედეგად, ქვეყანა ევროპაში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისს განიცდის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დიდ ქალაქებში დგას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კანადაში, სამხედრო ბაზაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ასევე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობიაწაიკითხე

უახლესი ამბები