შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. გუნდი 14 ნოემბერს უნგრეთს უმასპინძლებს, 17 ნოემბერს კი უკრაინას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომლებიც საერთო ჯგუფს 12 ნოემბრიდან შეუერთდებიან. ვირუსის გამო არ უვარჯიშიათ სანდრო ალთუნაშვილს და გიორგი მიქაუტაძეს.
უნგრეთთან და უკრაინასთან გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებელი პროცესისა და მოახლოებული შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა.
ანზორ მექვაბიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ორ რთულ თამაშს ველოდებით. დანაკლისი რა თქმა უნდა დიდია, თუმცა ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თამაშში მონაწილეობას მიიღებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, თუმცა მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვენლოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ.
ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით მეტი დრო გვაქვს. ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია და რომლებიც განვლილ შეხვედრებში ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ველოდებით გულშემატკივარს და იმედი გვაქვს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ".
წლის დასკვნითი სანაკრებო შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…