საზოგადოება · 22 ნოემბერი, 00:16
ქობულეთში დევნილთა საერთო საცხოვრებელთან ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დევნილთა საერთო საცხოვრებელთან ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები 22 ნოემბერს დაიწყება, მიზეზებს კი გეოლოგები შეისწავლიან.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დევნილთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ, 22 ნოემბერს დილით დაიწყება, ფერდსამაგრის ჩამოშლის მიზეზებს კი გეოლოგები შეისწავლიან.
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…