ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მდინარე რიონის ადიდების გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია." - წერია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…