პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში უკრაინის იერიშების შედეგად არის დაშავებულები

რუსეთის რეგიონებზე უკრაინის დრონებით იერიშების შედეგად ბელგოროდში ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ბრიანსკში კი ორი პირი დაიჭრა, იუწყებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში უკრაინის იერიშების შედეგად არის დაშავებულები
რადიო თავისუფლება

ლენინგრადის ოლქის თავზე წუხელ ღამით ჩამოაგდეს 60-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, იუწყებიან რეგიონის ხელისუფლებაში.

ლენინგრადის ოლქზე შეტევის შესახებ იუწყებიან უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხებიც.

ბელგოროდის ოლქში, გუბერნატორ ალექსანდრ შუვაევის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად.

ბრიანსკის ოლქში დაიჭრა ორი ადამიანი, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა ეგორ კოვალჩუკმა.

სმოლენსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს 54 უპილოტო საფრენი აპარატი. რეგიონული ხელისუფლების მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ანგარიში წარმოადგინა წუხელ ჩამოგდებული 275 დრონის შესახებ. სამხედრო უწყებამ ასევე განაცხადა ოდესის რაიონში სატვირთო გემზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მას გადაჰქონდა „ორმაგი დანიშნულების ტვირთები უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველსაყოფად“.

საბრძოლო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია მხარეთა განცხადებების დადასტურება დამოუკიდებელი წყაროებით.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში უკრაინის იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები