თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: “ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს”
თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო ქართველ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო.
ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, – ნათქვამია ელჩის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის: ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიათურქეთის რესპუბლიკის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს
საფრანგეთის საელჩო – სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საელჩო კვირას, ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება
ჩეხეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს, ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…