ნათია კუჭუხიძე: ვნახე ვიდეო გადარჩენილი გოგონას მონახულების, ეს არაა ბავშვზე ზრუნვა მეგობრებო, ეს ბავშვის იარაღად გამოყენებაა
ნათია კუჭუხიძე: ტრავმირებულ ბავშვთან მეორე დღეს პალატაში ამდენი ადამიანის შესვლა, ხალათის და პირბადის გარეშე, ამჟამინდელი ვირუსემიის ფონზე არის რისკის შემცველი ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ეს ერთი, მეორე იყო თუ არა ადგილზე ვინმე ოჯახის წევრი, ან ადამიანი რომელსაც ბავშვი იცნობს, მისი უსაფრთხოების განცდისთვის, მესამე ბავშვზე შეხება არ შეიძლება, მისი თანხმობის გარეშე, რაც უნდა გესაყვარლებოდეს!

ექიმი ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე:
ვნახე ვიდეო გადარჩენილი გოგონას მონახულების, ეს არაა ბავშვზე ზრუნვა მეგობრებო, ეს ბავშვის იარაღად გამოყენებაა, ბავშვზე ზრუნვის ილუზიის შესაქმნელად, ელემენტარული სამედიცინო ნორმებია დარღვეული, ფსიქოლოგიურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ტრავმირებულ ბავშვთან მეორე დღეს პალატაში ამდენი ადამიანის შესვლა, ხალათის და პირბადის გარეშე, ამჟამინდელი ვირუსემიის ფონზე არის რისკის შემცველი ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ეს ერთი, მეორე იყო თუ არა ადგილზე ვინმე ოჯახის წევრი, ან ადამიანი რომელსაც ბავშვი იცნობს, მისი უსაფრთხოების განცდისთვის, მესამე ბავშვზე შეხება არ შეიძლება, მისი თანხმობის გარეშე, რაც უნდა გესაყვარლებოდეს!, ეს პრემიერმა უნდა იცოდეს!, მეოთხე, ამდენი ბავშვისთვის უცნობი ადამიანის ერთად შესვლა პალატაში კამერებით, და პროჟექტორების ჩხაკუნით, თუ მათ გარეშე, ზრდის რეტრავმატიზაციის რისკს! ბავშვზე ზრუნვა არის მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა!, ოჯახების გაძლიერება!, უფასო სერვისების გახსნა ბავშვებისთვის!, სოციალური სამსახურის გაძლიერება, ბავშვთა დაცვის მიმართულებით! და ა.შ. სამედიცინო პერსონალი რომ ბავშვის უფლებებს არ იცავს და ხელისუფლებას უკმევს ეგ ცალკე დიდი უბედურებაა! კომუნისტების დროსაც არ მოხდებოდა ასეთი სამარცხვინო ქმედება, დარწმუნებული ვარ, ასე პალატაში არავის შეუშვებდნენ!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…