სალომე ასათიანი: წესით ეს ექიმებს უნდა ეთქვათ... მაგრამ არანაირი “წესით” აღარ მოქმედებს იქ, სადაც...
სალომე ასათიანი: ბავშვს არ შეუძლია თავი დაიცვას პროპაგანდის ტელეკამერებისგან. მით უმეტეს ტრავმის მწვავე ფაზაში, როცა მას პირიქით სიმშვიდე, ნაცნობი გარემო და დაცულობა ჭირდება. წესით ეს ექიმებს უნდა ეთქვათ და პატარა გოგო ახლა მაინც დაეცვათ მანიპულაციისგან.

სალომე ასათიანი:
ბავშვის ტანჯვა, როგორც ფონი მმართველის “ზრუნვის” პერფორმანსისთვის. ბავშვის უმანკოება, როგორც იარაღი აქცენტების და პასუხისმგებლობის აღრევისთვის - პალატაში ვიზიტი ხდება უბედურების მერე, კამერა აღბეჭდავს და ავრცელებს ზრუნვის დადგმულ სურათებს, და არა იმას, თუ რამ გამოიწვია უბედურება და რატომ იყო სახლი ასე სახიფათო. მოქალაქის და სახელმწიფოს მიმართების ცინიკური შებრუნება - ადამიანების დაცვა, ბავშვების სიცოცხლეზე ზრუნვა სახელმწიფოს მოვალეობაა, მაგრამ ასეთი მდაბალი სიუჟეტებით ის უბრალოდ კატასტროფის მერე დადგმული სპექტაკლი ხდება.
ბავშვს არ შეუძლია თავი დაიცვას პროპაგანდის ტელეკამერებისგან. მით უმეტეს ტრავმის მწვავე ფაზაში, როცა მას პირიქით სიმშვიდე, ნაცნობი გარემო და დაცულობა ჭირდება. წესით ეს ექიმებს უნდა ეთქვათ და პატარა გოგო ახლა მაინც დაეცვათ მანიპულაციისგან. მაგრამ არანაირი “წესით” აღარ მოქმედებს იქ, სადაც ბავშვი თავისი ცხოვრების ყველაზე კოშმარულ დღეს ორკესტრირებულად ხდება პროპაგანდის სახე.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…