პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი: ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ყველა წევრი თანასწორია და არ არიან იქ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრები. შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი თვითონვე არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელიც მას აძლევს ლეგიტიმაციას, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლიანი

დეპუტატი აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება სადამფუძნებლო ხელშეკრულებას არღვევს და უსამართლოა.

აკაკი ალადაშვილი: ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ყველა წევრი თანასწორია და არ არიან იქ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრები. შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი თვითონვე არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელიც მას აძლევს ლეგიტიმაციას, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლიანი
იმედინიუსი

როდესაც ევროკავშირი თვითონვე არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელიც მას აძლევს საერთოდ ლეგიტიმაციას, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება უსამართლოა.

„ეს მარტო ჩემი შეფასება კი არ არის, ამ გადაწყვეტილებით ისინი პირდაპირ არღვევენ თავისივე სადამფუძნებლო ხელშეკრულებას, რომელიც მათ, ევროკავშირს აძლევს ლეგიტიმაციას. ამ სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ყველა წევრი არის თანასწორი და არ არიან იქ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრები. შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი თვითონვე არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელიც მას აძლევს საერთოდ ლეგიტიმაციას, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანი“, - განაცხადა ალადაშვილმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: მსგავსი დამოკიდებულება დამამცირებელია და ამ პროცესით აპირებენ შანტაჟის ენის შენარჩუნებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები