"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ფარერების კუნძულები იქნება. ფარერების მთავარი მწვრთნელი ეიდუნ კლაკშტაინი აცხადებს, რომ მისი გუნდი საქართველოს დამარცხებას და B ლიგაში აღზევებას შეეცდება.

ერთა ლიგის B ჯგუფში დასარჩენად საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ფარერებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს სტუმრად 2027 წლის 27 მარტს გამართავს, საპასუხო დაპირისპირება კი თბილისში 30 მარტს გაიმართება.
წილისყრის შემდეგ ფარერების 53 წლის თავკაცმა ეიდუნ კლაკშტაინმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრების დამარცხება და ისტორიული შედეგის დამყარება B ლიგაში აღზევების სახით შეუძლიათ.
"ახლა ჩატარებული წილისყრის დადებითი მხარე ისაა, რომ უკვე ადრიდანვე ვიცით ვის შევხვდებით და სათანადოდ მომზადება შეგვიძლია. საქართველოს კარგი ნაკრები გყავს და FIFA-ს რეიტინგში ჩვენზე წინ 50 პოზიციით არიან.
თუმცა სწორედ ასეთი გუნდები უნდა დავამარცხოთ, თუ გვსურს, ერთა ლიგის უფრო მაღალ დივიზიონში ვითამაშოთ. B დივიზიონში აღსაზევებელ მატჩს ისტორიაში პირველად გავმართავთ.
ჩვენ ამ შეხვედრებს, უპირველეს ყოვლისა, როგორც დიდ შესაძლებლობასა და კარგ გამოწვევას, ისე ვუყურებთ. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მუდმივად ვცდილობთ ახალი მიზნების მიღწევას და მარტში გვექნება შესანიშნავი შანსი, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ.
წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვაქვს შანსი, რომ საბოლოო ჯამში საქართველო დავამარცხოთ", - ციტირებს ფარერების თავკაცს dimma.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…