ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C ლიგის მეორე ჯგუფში ლატვიის, აზერბაიჯანისა და ლიხტენშტაინის წინააღმდეგ ითამაშებს. ირის ანტმანის გუნდი ჯგუფურ ეტაპს 2027 წლის თებერვლიდან ივნისამდე ჩაატარებს.

3 ნოემბერს, ნიონში 2027 წლის ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. ირის ანტმანის გუნდის მეტოქეები ლატვია, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი იქნებიან.
B ლიგაში C ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულები აღზევდებიან. B ლიგაში პლეი-ოფით დაწინაურების დამატებით შანსს C ლიგის ჯგუფების ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.
ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩები 2027 წლის თებერვალ-მარტში, აპრილსა და ივნისში გაიმართება.
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…