პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, რათა საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ და განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი რეგიონში, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკაში დამატებითი ინვესტიციები ჩაიდება, რათა 10 წლის თავზე ქვეყანამ შიდა მოხმარება სრულად დააკმაყოფილოს და ელექტროენერგია ევროკავშირში გაიტანოს.

ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, რათა საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ და განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი რეგიონში, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში
რუსთავი 2

"ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის სექტორში სრულ თვითმყოფადობას 10 წლის თავზე“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს.

"ჩვენს ქვეყანაში მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი რეგიონში, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, მათ შორის გადამცემი ხაზებისა და ქსელის, ისევე როგორც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განსაკუთრებულ ღირებულებას საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების თვალსაზრისით.

"ის პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი რეგიონში, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს
  3. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით - იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორის მიმართ გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების - მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები