მარიამ ქვრივიშვილმა „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში P-TEC-ის მინისტერიალზე განაცხადა, რომ საქართველო ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რესურსების დივერსიფიკაციისთვის წამყვან სატრანზიტო როლს ასრულებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, 19 ნოემბერს „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, სხვა ქვეყნების მთავრობის ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
“საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს, სადაც იკვეთება ვაჭრობა, ენერგეტიკა და გეოპოლიტიკა. საუკუნეების განმავლობაში ეს რეგიონი ერებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო დღეს მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო ძლიერდება მისი მზარდი როლით ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების პროცესში,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ასრულებს წამყვან როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, როგორც საიმედო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონებს ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან.
„სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (SCP) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, ადასტურებს საქართველოს სასიცოცხლო წვლილს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, დამოკიდებულების შემცირებასა და ევროპის ენერგეტიკული მედეგობის ამაღლებაში. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, ხოლო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების მეშვეობით საქართველო ასევე წარმოადგენს კასპიის ნედლი ნავთობის საკვანძო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც კასპიის რეგიონს საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, "პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…