პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს

ევროპის სახალხო პარტია (EPP) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ენმ-ის ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო და მის გათავისუფლებას ითხოვს. პროკურატურამ ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა.

EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
TV პირველი

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს.

ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე

„პარტია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური დამცველია“.

EPP-ისთვის კარგად არის ცნობილი მისი პირადი წვლილი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რომელსაც თანმიმდევრულად ატარებდა, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და საქართველოში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბარამიძე საკუთარ სახლში 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
  2. ალიაოპოზიციურიEPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მკაცრად ვგმობთ გიორგი ბარამიძის დაპატიმრებას ცალსახად პოლიტიკური ბრალდებებით – EPPწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები