პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ტრამპი: არ მინდა ვისაუბრო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ - როდესაც შეთანხმება გვექნება, ამ პროცესში ჩავერთვებით

დონალდ ტრამპის თქმით, მას ჯერ არ სურს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რის შემდეგაც აშშ პროცესში ჩაერთვება.

ტრამპი: არ მინდა ვისაუბრო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ - როდესაც შეთანხმება გვექნება, ამ პროცესში ჩავერთვებით
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ უსაფრთხოების რა გარანტიების მიცემისთვის არის მზად ვაშინგტონი უკრაინისთვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ პირველ რიგში „შეთანხმება უნდა დაიდოს“.

პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, თუ უსაფრთხოების რა გარანტიების მიწოდება შეუძლიათ ამერიკელებს უკრაინისთვის. საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ იცის“ და ახლა ამ თემაზე საუბარი „არ სურს“.

„არ მინდა ვისაუბრო უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. როდესაც შეთანხმება გვექნება, ამ პროცესში ჩავერთვებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იმავე პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი მას არწმუნებდა, რომ უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს. გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო „ახლა იოლი დრო არ უდგას“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურიდონალდ ტრამპი: უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი შეთანხმების დადებამდე არ მსურს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი - პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს - ვკითხე: „შეხვიდოდი მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“ და მან მიპასუხა: „არა, ეს არასდროს მოხდებოდა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები