[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურში „დარმშტადტის“ კარი დალაშქრა, თუმცა „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში უკვე 5 გოლი გაიტანა.
მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურში, წვიმიან ამინდში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „დარმშტადტთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმრები დებიუტში ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი. თუმცა, შემდეგ მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
ზივზივაზემ შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.4, Whoscored 8.0, Sofascore 7.4.
მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 11 შეხვედრაში 5 გოლია.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 7 დაპირისპირებიდან 3 წააგო, 4 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 16 ქულით მე-7 ადგილზეა და 27 ნოემბერს „ნიურნბერგს“ უმასპინძლებს.
დარმშტადტი. „ამ ბიოლენფალტორი“
დარმშტადტი - ჰაიდენჰაიმი 3:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (5), 1:1 კელი (22), 2:1 ვუკოტიჩი (27), 3:1 კელი (62)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…