პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ესტონეთი რუსეთთან საზღვარს მინიმუმ ექვსი თვით კეტავს

ესტონეთი რუსეთთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს 1-ელი დეკემბრიდან მინიმუმ 6 თვით ჩაკეტავს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე, მათ შორის თავდაცვის კომპანიებზე თავდასხმებსა და დივერსიაზე.

ესტონეთი რუსეთთან საზღვარს მინიმუმ ექვსი თვით კეტავს
ალია

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 1-ელი დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს სულ მცირე ექვსი თვით ჩაკეტავს.

მთავრობის განცხადებით, “ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მხრიდან ესტონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე“.

„ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მხრიდან ესტონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე. მიმდინარე წელს ესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებზე ორი თავდასხმა მოხდა; შიდა უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ორივე შემთხვევის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ“, — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტალინმა საზღვრის ჩაკეტვა მიმდინარე კვირას დააანონსა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ესტონური თავდაცვის კომპანიის ობიექტზე გაჩენილი ხანძარი, რასაც მთავრობა სავარაუდო დივერსიად აფასებს და მოსკოვს ადანაშაულებს. თავდაპირველად უცნობი იყო, რა ვადით დაიხურებოდა სასაზღვრო პუნქტები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიესტონეთი რუსეთთან საზღვარს სულ მცირე ექვსი თვით ჩაკეტავს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლატვიის პრემიერი: ესტონეთმა იჩქარა, როცა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები