პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“აჰ, ტვიმედი თმებს იპუტავს, ოპოზიცია სათავისოდ იყენებს ტრაგედიასო” – ნანა დიხამინჯია

პროფესორი ნანა დიხამინჯია აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიები, ინფრასტრუქტურული პრობლემები და სიღარიბე „უპასუხისმგებლო და გარყვნილი მთავრობის“ ბრალია, რომელიც მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდება.

“აჰ, ტვიმედი თმებს იპუტავს, ოპოზიცია სათავისოდ იყენებს ტრაგედიასო” – ნანა დიხამინჯია
ალია

ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია:

აჰ, ტვიმედი თმებს იპუტავს, ოპოზიცია სათავისოდ იყენებს ტრაგედიასო.

ხალხო, მილის ამოხეთქვა, გაზის აფეთქება საცხოვრებელ სახლში, დანგრეული სკოლები, უსასრულო საცობები, მესამე ცვლაში გადაღლილი ბავშვები, ნარკოტიკებში გაგუდული ახალგაზრდები, ქოლცენტრებში ჩამპალი ახალგაზრდები, უძვირესი საკვები, მოწამლული საკვები ბაღებში თუ ჯარში, დენის დარტყმა საბავშვო ბაღის მოაჯირით თუ შადრევნით – ეს არ არის ბუნებრივი მოვლენების შედეგი.

ეს ყველაფერი უპასუხისმგებლო და გარყვნილი მთავრობის შედეგია. რომ გეუბნებიან – ამან 10 მილიონი მოიპარა, იმან ორმოცი, ამან ქრთამი აიღო, იმან ტენდერი გააყალბა – ეს უბრალოდ ბანკიდან ფულის მოპარვა კი არაა, ეს არის გაფუჭებული საქმე, უხარისხო მილი, უხარისხო ბეტონი, აუშენებელი სკოლა – ანუ მთავრობა, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს იმის ხარჯზე, რომ თქვენ გშიათ, თქვენ გცივათ, თქვენ გეშინიათ ქუჩაში ბავშვის გაშვების, თქვენ აჭმევთ უხარისხო საჭმელს შვილებს, თქვენ ვერ მკურნალობთ დროზე, თქვენი შვილები ვერ იღებენ კარგ განათლებას და იძულებული ხდებიან, კორუფციით გამდიდრებულებს ემსახურონ იაფად ან ქვეყნიდან გაიქცნენ არალეგალურად.

ეს მთავრობა ფუფუნებაში ცხოვრობს თქვენი სიღარიბის, სტრესის, ნერვების, სიკვდილის, ავადმყოფობის ხარჯზე. როგორმე გაიაზრეთ ეს.

ასეთ ფუფუნებაში მთავრობას არასდროს არ უცხოვრია საქართველოში. შევარდნაძის დროს ცოტა ფული იყო და მხოლოდ ტოპ ჩინოვნიკებს მიუწვდებოდა ხელი. ახლა ქოცნებასთან დაახლოებული პატარა ბიზნესმენიც კი, ქოცნების საყვარელი საშუალო ჩინოვნიკიც კი მილიონებს იჯიბავს. თქვენს ხარჯზე. ჩვენი სახელმწიფოს გაღატაკების და გაუბედურების ხარჯზე.

ოპოზიცია კი არ იყენებს სათავისოდ ტრაგედიებს, მთავრობა გიყენებთ კონკრეტულად თქვენ და თან ასე უტიფრად გაჩუმებთ – ტრაგედიის დროს ჩუმი გლოვაა საჭირო. არა, მეგობრებო, ყოველი უპასუხისმგებლობა უნდა იქცეს მომავალი დაცვის გარანტად და ამას ჩუმი გლოვა ვერაფერს უშველის, პირიქით, ყველამ ერთად უნდა ვიყვიროთ.

ვინც გარდაიცვალა, ვისაც გარდაეცვალა, იმისთვის სულერთია, ვინ იქნება ჩუმად. აბსოლუტურად არაფერში არ ეხმარება თქვენი წუხილი. მაგრამ ვისაც მომავალში იგივე შეიძლება დაემართოს, იმათ დასაცავად, თქვენი შვილების დასაცავად – ახლა უნდა ვიყვიროთ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნანა დიხამინჯია: ვეკუას სკოლას ასახლებენ სხვა სკოლაში... სამინისტრო, რომელიც სწავლის დაწყების შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩენს სკოლის შენობის უმძიმეს ავარიულობას, არის არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები