პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამჭვირვალობის მოთხოვნა ევროკავშირში - ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს, თუმცა თავადვე აღიარებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემულ თანხებს ევროკავშირის შიგნითაც კონტროლი სჭირდება

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ ბრიუსელს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს: ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის მიერ ენჯეოების დაფინანსებაში დარღვევები გამოავლინეს და მონიტორინგის გაძლიერებას ითხოვენ.

გამჭვირვალობის მოთხოვნა ევროკავშირში - ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს, თუმცა თავადვე აღიარებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემულ თანხებს ევროკავშირის შიგნითაც კონტროლი სჭირდება
რუსთავი 2

ევროპარლამენტარები ევროკომისიას გამჭვირვალობის სტანდარტს უწუნებენ. როგორ და რატომ ფინანსდება არასამთავრობო სექტორი? - "ევროპის სახალხო პარტიის" და "ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა" წევრები ამის გარკვევას 1 წლის განმავლობაში ცდილობდნენ. ანგარიშის მომზადებამდე შეისწავლეს 120-ზე მეტი ხელშეკრულება და შეიმუშავეს 23 რეკომენდაცია, რომლითაც კომისიას მოუწოდებენ - არასამთავრობოებს აეკრძალოთ ევროკავშირის თანხებით ლობირება, გასაჯაროვდეს ენჯეოებისთვის გაცემული გრანტები და გაძლიერდეს მონიტორინგი. დოკუმენტის ავტორების თქმით, ევროკომისია გრანტებს ისეთ ორგანიზაციებზე გასცემდა, რომელთა საქმიანობაც საეჭვოდ ემთხვევა კომისიის დღის წესრიგს.

ბრიუსელი საქართველოს დღემდე გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს, თუმცა თავადვე აღიარებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემულ თანხებს ევროკავშირის შიგნითაც კონტროლი სჭირდება - "ქართულ ოცნებას" ორმაგი სტანდარტი აღარ უკვირს. უკვირს ის, თუ რით ახსნიან გარე აქტორები ამ ტენდენციურ მიდგომას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სწორედ ენჯეობთან დაკავშირებული ფინანსების გასაჯაროების გამო აქეზებდნენ ქვეყანაში ძალადობას.

ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ აღიარონ წლების დაგვიანებით დადასტურებული რეალობა, რომ გამჭვირვალობა ყველგან თანაბრად საჭიროა, მათ შორის, თავად ევროკავშირშიც.

ამას აცხადებენ მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარების მოკვლევამ ათეულობით ხელშეკრულებაში არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის გამოც არამართლზომიერად დახარჯული თანხების დაბრუნებასაც ითხოვენ. მმართველ პარტიას არ უკვირს, რომ ოპოზიცია ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის გამართლებას ცდილობს.

ანგარიში, რომელიც გამჭვირვალობის გაძლიერებას უკავშირდება, ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს ოთხშაბათს წარედგინება. ანალოგიური მიზნით უცხოური დაფინანსების საკითხზე მომზადებული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება ევროკავშირის წევრ სლოვენიაშიც.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტის მემარჯვენე და კონსერვატორი დეპუტატები ევროკავშირის გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების ლობისტური საქმიანობის დაფინანსების აკრძალვას მოითხოვენ - POLITICOწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები