ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მცხეთის მერმა თანამდებობა დატოვა - რას წერდა დილით გოგი აბუაშვილი

მცხეთის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ ხარვეზებსა და მერის პირველი მოადგილის გათავისუფლებაზე დაწერა.

მცხეთის მერმა თანამდებობა დატოვა - რას წერდა დილით გოგი აბუაშვილი
მცხეთის მერმა თანამდებობა დატოვა - რას წერდა დილით გოგი აბუაშვილიტაბულა

მცხეთის მერმა, გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს და წერს, რომ აბუაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დილით გოგი აბუაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ გამოთქმულ "შეშფოთებაზე" წერდა. მცხეთის უკვე ყოფილი მერის თქმით, "განსაკუთრებით საყურადღებოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე, მათი შესრულებისთვის დადგენილი ვადების დარღვევა".

გოგი აბუაშვილი წერდა, რომ როდესაც დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ სრულდება, აუცილებლად უნდა დადგეს მმართველობითი პასუხისმგებლობა და "იმის გამო, რომ შენიშვნების ძირითადი ნაწილი ეხებოდა მუნიციპალიტეტში შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პასუხისმგებლობა დაეკისრა ინფრასტრუქტურის მიმართულების კურატორ მერის პირველ მოადგილეს" - ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს,

"ამასთან, ეს პროცესი მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება, ეტაპობრივად მოხდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის ზედამხედველობა და შესწავლა. მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული პასუხისმგებელი პირის ფუნქცია-მოვალეობა, რაც მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულების გარანტი იქნება.

თუკი შესწავლის შედეგად გამოვლინდება სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან გულგრილობა ან მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, მათ მიმართაც გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობაზე ზრუნვა, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადადგმული თითოეული ნაბიჯი" - წერდა აბუაშვილი ჯერ კიდევ 21 სექტემბრის 11:00 საათზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებით საყურადღებოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე, მათი შესრულებისთვის დადგენილი ვადების დარღვევა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამასთან, ეს პროცესი მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება, ეტაპობრივად მოხდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის ზედამხედველობა და შესწავლა. მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული პასუხისმგებელი პირის ფუნქცია-მოვალეობა, რაც მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულების გარანტი იქნება. თუკი შესწავლის შედეგად გამოვლინდება სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან გულგრილობა ან მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, მათ მიმართაც გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობაზე ზრუნვა, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადადგმული თითოეული ნაბიჯი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.