ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შიდაკლანური ბრძოლა "ოცნებაში"? - რა ხდება მცხეთაში

ქართული ოცნება

მცხეთაში განვითარებული მოვლენების მიხედვით, ოპოზიცია აცხადებს, რომ დიმიტრი ხუნდაძემ მუნიციპალიტეტში გავლენები დაიბრუნა. მცხეთის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მოადგილე გივი გიუტაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და კვლავ უკან დააბრუნეს.

შიდაკლანური ბრძოლა "ოცნებაში"? - რა ხდება მცხეთაში
შიდაკლანური ბრძოლა "ოცნებაში"? - რა ხდება მცხეთაშიTV პირველი

"დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთაზე კონტროლი ისევ დაამყარა" - ამას ოპოზიცია ამბობს. ივანიშვილის გუნდის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ ძველი წევრი ახლა მერიაში ზის და საქმეებს ისევ ის განაგებს.

"ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ ვიდრე რაიონის უცვლელი დელეგატი გავლენებს დაიბრუნებდა, იყო დაპირისპირება ირაკლი კობახიძესთან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხუნდაძემ მცხეთაში გავლენების დასაბრუნებლად მინი რევოლუცია მოაწყო:

ყველაფერი 19 სექტემბერს დაიწყო: მცხეთის საკრებულომ მერიის მუშაობის ანგარიში მოისმინა და დაადგინა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავარდნაა.

მერმა, გოგი აბუაშვილმა მისი მოადგილე, რომელიც ამ მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. თან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოხსნას უპირებდა სხვებსაც.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა გივი გიუტაშვილის გათავისუფლების ბრძანება, სადაც მერი მისი მოადგილის დანაშაულებებს აღწერს. გათავისუფლებული გიუტაშვილი დიმიტრი ხუნდაძის მეგობარი, ღობის მეზობელი, ახლო გარემოცვის წევრი და დიდი ხნის თანამებრძოლია.

საბოლოოდ, მცხეთის მერი, რომელიც გეგმებს ალაგებდა თუ როგორ უნდა გაეშვა პროექტების ჩავარდნაზე პასუხისმგებელი სხვა პირებიც განცხადებას წერს და მიდის. ადგილობრივი ოპოზიცია გვარწმუნებს, რომ პირდაპირი წესით არჩეული ახალგაზრდა არქიტექტორი, მღვდლების ოჯახიდან, ხუნდაძის კლანის ზეწოლით გადადგა.

ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ამის შემდეგ მოვლენები განსაცვიფრებელი სცენარით ვითარდება: საკრებულო სასწრაფოდ იკრიბება. ამატებს მერის მოადგილის ახალ თანამდებობას. ამ პოსტზე კი ორი დღით ადრე დარღვევების გამო პოსტიდან გაშვებულ გივი გიუტაშვილს უკან აბრუნებენ და ახალ თანამდებობაზე ამტკიცებენ.

არის ერთი საინტერესო დეტალი: საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც დარღვევების გამო ვიცე-მერის პოსტიდან ორი დღით ადრე გაშვებული გიუტაშვილი უკან დააბრუნა და მთელი მუნიციპალიტეტი ჩააბარა, ბატონი გივის დისშვილია.

ამასთან, ადგილობრივი ოპოზიციის ინფორმაციით, ბატონი გივის ნათესავების დიდი ნაწილი საჯარო სამსახურშია დასაქმებული.

ოფიციალური ვერსიით, არჩეულმა მერმა პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, მაგრამ კულისებში სულ სხვა ამბავზე ლაპარაკობენ. გავრცელებული ინფორმაციით, აბუაშვილმა ეს გადაწყვეტილება დიმიტრი ხუნდაძის ზეწოლის შედეგად მიიღო.

ნატა ქაჯაია დეტალებით

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.