პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება - ისკანდერის ნაწილები წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო

შინაგან საქმეთა სამინისტროიუსტიციის სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, უწყებებს ერთობლივად რომ არ ემუშავათ და „ისკანდერის“ ნაწილები არ მოეპოვებინათ, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო.

არჩილ გორდულაძე: შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება - ისკანდერის ნაწილები წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო
იმედინიუსი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა მოსარჩელე მხარე, რომ 1633-ე რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა იყო შეცდომა ან სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

გორდულაძე აღნიშნავს: ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633-ე რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობა, წარდგენილი არ იქნებოდა მთავარი მტკიცებულება და არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო.

ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს სამართლებრივად დადასტურებულია არა 1633-ე რეზოლუციით, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. იმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც რუსეთის ფედერაცია 1633-ე რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებდა და კონკრეტულად მიუთითებდა მე-5, მე-6 პუნქტებთან დაკავშირებით. სტრასბურგის იმ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელ სასამართლოშიც, შს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, ის უმთავრესი მტკიცებულება, რომელსაც ჰქვია ისკანდერის ნაწილები, ანუ რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის სროლის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება, რომელიც საქართველოში არ იყო და იყო უცხოეთში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება წარდგენილი არ იქნებოდა. არსებობდა უდიდესი რისკი იმისა, რომ საქართველო დამარცხებულიყო სტრასბურგის სასამართლოში. ზაზა ბიბილაშვილი ამბობდა, რომ თურმე 1633-ე რეზოლუციით ფაქტები არის დადგენილი. ის ფაქტები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული. ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისოდ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან და მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა გაეროს წევრი. შესაბამისად, არათუ 57, არამედ გაეროს ყველა წევრი, რამდენიმეს გარდა, რომელზედაც ვმუშაობთ, არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით, რომ მან ცნოს და ცნო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, აღიარებული და დამტკიცებულია. ეს 1633-ე რეზოლუციის დამსახურება კი არაა, არამედ იმის, რომ საქართველო არის ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო“, - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა დანაშაული და აღიარა, ან არ ჩაუდენია და სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, ორივე კონსტიტუციის დარღვევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები