„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინა, რომელიც ფონიჭალაში აფეთქების ადგილად დასახელდა, მონაცემთა ბაზაში დაკეტილად არის აღრიცხული და წლის განმავლობაში გაზის მოხმარება არ ფიქსირდება
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ფონიჭალაში აფეთქების ადგილად დასახელებული ბინა ბაზაში დაკეტილად ირიცხება და წელს გაზის მოხმარება არ ფიქსირდება. კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, შვიდს კი ეძებენ.

„თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, ბინა, რომელიც ფონიჭალაში აფეთქების ადგილად დასახელდა, მონაცემთა ბაზაში დაკეტილად არის აღრიცხული და წლის განმავლობაში გაზის მოხმარება არ ფიქსირდება.
დეკანოიძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებით გამოძახება არ ყოფილა.
„დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: ჩვენმა თანამშრომლებმა მისამართზე შესვლა ვერ შეძლეს, რადგან ბინები დანგრეულია. მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. ამ ეტაპზე, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ადგილზე დათვალიერება ვერ შევძელით და მომხდართან დაკავშირებით რაიმე ვერსია არ გვაქვს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება შემოწმებას, თუ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნახსენებ მეხუთე სართულზე მდებარე ბინას ვგულისხმობთ, ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება დაკეტილად და გაზის მოხმარება არ ფიქსირდება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად შედიოდნენ ადამიანები და მიმდინარე წლის განმავლობაში გაზის მოხმარების ხარჯი არ ფიქსირდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებით გამოძახება არ მიგვიღია“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლის განმავლობაში ხდება ხოლმე ბინების დათვალიერება.
„რაც შეეხება მეხუთე სართულზე ბინას, ჩვენს მონაცემებში ის დაკეტილად არის აღრიცხული და გაზის მოხმარება არ ფიქსირდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მისამართზე მივიდნენ, ადგილზე არავინ დახვდათ. იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მისამართზე შესვლის შესაძლებლობა არ გვქონია, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ინფორმაციას ვეყრდნობით, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გააჟღერა. რაც შეეხება გაზის მოხმარების საფასურს, ამ ბინაში არ ფიქსირდება ყოველთვიური გადასახდელი თანხა. ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ადამიანი საცხოვრებელ ბინაში იშვიათად მიდიოდა, არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
კითხვაზე, პრევენციის მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი, რომ მსგავსი შემთხვევების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, მაგალითად, დეტექტორების დამონტაჟება ან სხვა ღონისძიებები, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაზის სუნის შეგრძნებისთანავე მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ დარეკონ 114-ზე.
„ეს არის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფასო ცხელი ხაზი. ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდებიან ადგილზე და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა ინციდენტი თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ცნობით, აფეთქების შემდეგ ეძებენ შვიდ ადამიანს, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია“ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, 1 წლის განმავლობაში მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა“ - “თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი
"თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი ფონიჭალაში აფეთქებაზე: აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…