პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნანგრევებიდან გადარჩენილი ბავშვი ამოიყვანეს

ქვემო ფონიჭალაში, სადაც ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ ეტაპზე კიდევ 6 ადამიანის, მათ შორის 2 მცირეწლოვნის სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

ნანგრევებიდან გადარჩენილი ბავშვი ამოიყვანეს
ალია

მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს – მცირეწლოვანი გოგონას გამოყვანას ადგილზე ტაში და შეძახილები მოჰყვა.

სკოლის მოსწავლე, რომლის სამძებრო ღონისძებები 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს – ის კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე 6 ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.

შს მინისტრის ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს უკვე 6 პირის სამძებრო ოპერაცია, რომელთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.

მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია. .

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას” – აფეთქების კერა ცნობილია – რას ამბობს შს მინისტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები