პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანმა და შოთა ბერეკაშვილმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს

საქართველოს პარლამენტი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება კეთილდღეობის მაჩვენებელი მომხმარებელთა უფლებების სათანადო დაცვის გარეშე.

ნინო წილოსანმა და შოთა ბერეკაშვილმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს
იმედინიუსი

საქართველოში მოქმედი ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, მის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით მიმართეს.

„საქართველო კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციას მეხუთედ მასპინძლობს. აღნიშნული ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულების კუთხით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში დრამატული ცვლილებები განხორციელდა და ამ პროცესში კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა ვმონაწილეობდით. განცალკევებით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში საკმაოდ შთამბეჭდავია, ვერ იქნება ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებელი. ამის მანიშნებელი ნამდვილად შეიძლება იყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თითოეულ ადამიანზე, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი პოლიტიკის, როგორც სახელმწიფო პროდუქტის, ასევე ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს მომხმარებლები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტად რჩება როგორც მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების კონტროლი, ისე თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობა და ის გამოცდილება, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოებს აქვთ, ჩვენს ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. „ჩვენ უკვე გავიარეთ მნიშვნელოვანი გზა მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი აღიარებიდან, მათ დაცვამდე. ახლა ჩვენი ამოცანაა, მომხმარებლებისთვის ეს უფლებები კიდევ უფრო ხელშესახები გავხადოთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის კონკურენტული და გამჭვირვალე გარემო შეიქმნას, რომლის პირობებში მომხმარებელი მიიღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ისეთი ბიზნესგარემოს შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარებას, ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, სერვისების მრავალფეროვნებას და შედეგობრივად, მომხმარებლის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტის საქმიანობის მთავარი პრინციპებია: კონკურენციის გაძლიერება, პროცესების სისწრაფე და გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონკურენციის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. მისი თქმით, ღია ბაზრის პრინციპების გაძლიერებით შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინოვაციების სწრაფი დანერგვა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება.

შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, პროცესების სისწრაფისა და გამჭვირვალობისთვის, ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მკაფიო, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი გარემო. მისი თქმით, გამჭვირვალობა ამცირებს გაურკვევლობას, ზრდის ნდობას ბაზრის მონაწილეებს შორის და ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის პრინციპების გაძლიერება როგორც მარეგულირებელ პროცესებში, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

კომიტეტის თავმჯდომარემ მომხმარებელთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ფასების, ხარისხისა და პირობების შესახებ სრული, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს ბაზარზე არსებული შეთავაზებები და გააკეთოს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი.

„ეს მიმართულებები ერთმანეთის შემავსებელია და ჯანსაღი საბაზრო გარემოს საფუძველს ქმნის. ბაზრის ღიაობა აძლიერებს კონკურენციას, პროცესების სისწრაფე უზრუნველყოფს შესაძლებლობების წარმატებით გამოყენებას, გამჭვირვალობა ზრდის ნდობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საბანკო და საზედამხედველო სექტორებისა და 22 ქვეყნის ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონინო წილოსანმა და შოთა ბერეკაშვილმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები