პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შემთხვევის ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული - თემურ მღებრიშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შემდეგ 7 ადამიანს ეძებენ, 4 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. ადგილზე 150-მდე მაშველია მობილიზებული.

შემთხვევის ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული - თემურ მღებრიშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
რუსთავი 2

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე, სადაც დილით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

როგორც მღებრიშვილი აღნიშნავს, შენობის ნგრევის საფრთხიდან გამომდინარე, შესაბამისმა ჯგუფებმა სამუშაოები დროებით შეაჩერეს, თუმცა ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები შენობის მეორე მხრიდან გრძელდება.

"ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. გარკვეული პერიოდის მონაკვეთში შევწყვიტეთ ძებნა-შველის ღონისძიება, ვინაიდან იყო და ამ წუთსაც რჩება ნგრევის საფრთხე, თუმცა შენობის მეორე მხრიდან გავაგრძელეთ სამუშაოები.

4 ადამიანია გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. სულ 7 ადამიანს ვეძებთ. ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს 7 ადამიანის ირგვლივ", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები