პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოქტომბერში რუსეთში ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა, სხვა ალკოჰოლის – 39%-ით

რუსეთის მიერ დაწესებული ნაწილობრივი ემბარგოს ფონზე, ოქტომბერში რუსეთში ღვინის ექსპორტი 10%-ით, 17 მლნ დოლარამდე, ხოლო სხვა სპირტიანი სასმელების – 39%-ით შემცირდა.

ოქტომბერში რუსეთში ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა, სხვა ალკოჰოლის – 39%-ით
ნეტგაზეთი

ოქტომბერში რუსეთში ღვინის ექსპორტი ნაწილობრივი ემბარგოს ფონზე 10%-ით, კერძოდ, 19-დან 17 მლნ დოლარამდე შემცირდა. ეს არაა დიდი ვარდნა და სხვა ვითარებაში შესაძლოა ყურადღების მიღმაც დარჩენილიყო.

ღვინოზე მეტად, 39%-ით, 18-დან 11 მლნ-მდე შემცირდა სხვა სპირტიანი სასმელების ექსპორტი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 15%-იანი კლება იანვარ-სექტემბრის პერიოდშიც ფიქსირდებოდა. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში რუსეთში ექსპორტზე $109 მლნ-ის სპირტიანი სასმელი გავიდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი $93 მლნ-ის. მკვეთრად 4-დან 1.7 მლნ დოლარამდეა შემცირებული გაზიანი სასმელების ექსპორტი.

მინერალური წყლების ექსპორტი პირიქით, $4.5-დან $6.6 მლნ-მდე გაიზარდა, რაც 46%-იანი მატებაა.

მთელი თვის ჭრილში, ოქტომბერში რუსეთში ექსპორტი 6%-ით 65-დან 61 მლნ დოლარამდეა შემცირებული. ეს კლებაც არაარსებითია.

რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ნაწილობრივი ემბარგო 9 ოქტომბერს გამოაცხადა. ისევე როგორც 2006 წელს, ოფიციალურ მოტივად, ამჯერადაც სანიტარული ნორმების შეუსაბამობა დასახელდა. თვის ბოლოს დაწუნებული კომპანიების სია გაფართოვდა.

ოქტომბრის სტატისტიკით ემბარგოს ეფექტი ცხადად არ იგრძნობა, რაც შესაძლოა თვის დასაწყისში გატანილი პროდუქციით ან რაიმე მიზეზით არამკაცრი აღსრულებით იქნას ახსნილი. ზოგად სურათსა და ემბარგოს მიზნებს უფრო მკაფიოს ნოემბერ-დეკემბრის სტატისტიკა გახდის.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები