ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი
თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც “ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
უწყების ცნობით, მაშველებმა შენობიდან სამი დაშავებული გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია.
ამ დროისთვის უცნობია, ხომ არ იმყოფებიან შენობაში სხვა ადამიანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ფორმულას“ განუცხადეს, რომ ამ ინფორმაციის შესახებ ჯერ არ აქვთ ცნობები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…