თვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში, კორპუსიდან სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები გამოჰყავთ
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი დაშავებული და რამდენიმე უვნებელი მოქალაქე გამოიყვანეს.

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, თვითმხილველები დეტალებს ჰყვებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან კი მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს.
„აფეთქება,127 - ე სკოლის უკან მოხდა, ერთი დაშავებული გამოიყვანეს, იმდენად დაზიანებულია კორპუსი, ვერ არკვევდნენ კორპუსში
მყოფი ადამიანების რაოდენობას. რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს უვნებლად“,- აღნიშნავენ თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…