დუშეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დუშეთში რუსთაველის ქუჩისა და სოფელ ებნისის გზის რეაბილიტაცია 1 400 000 ლარამდე ფინანსდება, ხოლო მდინარე დუშეთის ხევზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა 2 190 000 ლარზე მეტი ჯდება.

დუშეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება 540 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის გზაზე, ასევე მოეწყობა დახურული სანიაღვრე ქსელი და ბორდიურები.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ებნისშიც. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1 400 000 ლარამდე თანხით ფინანსდება.
სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქ დუშეთში, მდინარე დუშეთის ხევზე, ასევე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 465 მეტრის სიგრძეზე დამცავი გაბიონი მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება 2 190 000 ლარზე მეტს შეადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…