ლოკალური დეფორმაციების გამო, ლანჩხუთში 2 თვის წინ გახსნილი ავტობანის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა
ლანჩხუთში, ორი თვის წინ გახსნილ სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების გამო, გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება და ტრანსპორტი ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებს.

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაკვეთი 2 თვის წინ გაიხსნა.
სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით
გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს,- წერია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია
გურიაში ავტობანის ახალ მონაკვეთზე „ლოკალური დეფორმაციები“ გამოვლინდა
ლოკალური დეფორმაციების გამო, ლანჩხუთში 2 თვის წინ გახსნილი ავტობანის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…