ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი, რომელიც ორი თვის წინ გაიხსნა, ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების გამო 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით დროებით ჩაიკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით ჩაატარებს.

ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია
ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებიაბათუმელები

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი ჩაიკეტება.

დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციებია, რომლებსაც კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით მოაგვარებს. ეს მონაკვეთი 2 თვის წინ გახსნეს.

„სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება;

სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება;

შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით;

გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა, ეს გზების დეპარტამენტმა ჯერ 2026 წლის 17 ივნიის დააანონსა, შემდეგ კი – 14 ივლისს. ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 18 ივლისს გაიხსნა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.