პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამოღებულია ამანათით ჩამოსული 8 კილოგრამამდე სინთეტიკური ნარკოტიკი - შსს მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ამანათით ჩამოსული 5 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კგ-მდე „ალფა-პვპ“ ამოიღეს, რის საფუძველზეც დაკავებულ პირს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამოღებულია ამანათით ჩამოსული 8 კილოგრამამდე სინთეტიკური ნარკოტიკი - შსს მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მასშტაბური ნარკოდანაშაულის გახსნის შესახებ იუწყება - უწყება წერს, რომ სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მათივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“, რომლებიც ბრალდებულის სახელზე გამოგზავნილ ამანათში იყო მოთავსებული.

უწყებაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას ასევე ნაპოვნია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, იარაღი და საბრძოლო მასალა - დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, 2 სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
  2. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
  3. ალიაოპოზიციურინარკოდანაშაულის და საბრძოლო მასალის შენახვა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები