არჩილ გორდულაძე - 2024 წლის 12 აპრილს, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა: „არ იქნება არანაირი დათმობა“
არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის მიერ აქციების მხარდამჭერი განცხადებები გაიხსენა და მამუკა ხაზარაძის მიერ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის შემდეგ მობილიზაციისკენ მოწოდებაზე გაამახვილა ყურადღება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, საზოგადოებას ხუთი ოპოზიციური პარტიის წევრთა ის განცხადებები გააცნო, რომლებიც, მისივე შეფასებით, ძალადობრივი აქციების მხარდაჭერას ეხებოდა.
გორდულაძემ “ძლიერი საქართველო-ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის საჯარო განცხადებაც გაიხსენა, რომელშიც, მისი თქმით, ხაზარაძე ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებდა.
ასევე, გორდულაძემ მოახდინა “ლელოს“ სხვა წევრების განცხადებების ციტირება, რომლებიც “მადლობას უხდიდნენ ლაზარეს და „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდების დაშინებაში სდებდნენ ბრალს”.
„2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა: „დღეს ჩვენ მოვისმინეთ სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც ლაზარეს 9 წელი მიუსაჯეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ სანამ სასამართლო გაიმართებოდა, ჩვენ ეს განაჩენი ერთი წლით ადრე მოვისმინეთ, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ამ ადამიანს პოლიტიკური განაჩენი მიუსაჯა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი გასამართლება იმ სასამართლოს და იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც კორუმპირებულები, პოლიტიკურად მართვადი და დამორჩილებული არიან „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ, ველოდებით პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას, რადგან ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდობა დააშინოს, მაგრამ ეს არ გამოვა. მათ ვერ გააჩერებს ვერაფერი, მათ თავისუფლებას ვერ შეზღუდვას და ვერ შეაშინებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს სასამართლომ მიიღო. ყველას მინდა მობილიზაციისკენ მოგიწოდოთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, არ იქნება არანაირი დათმობა, არ შეგეშინდეთ.“
ზურაბიშვილის მიერ გრიგორიადისის შეწყალების შემდეგ ხაზარაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. მან საჯაროდ განაცხადა: „მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია, ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია”.
2023 წლის 4 აპრილს, გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მის მხარდასაჭერად ბადრი ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა: „ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს ახალგაზრდები, დააშინოს პოლიტიკური ოპონენტები. რა თქმა უნდა, ეს უკვე გახდა ნორმა, რომ ისინი დამნაშავედ აცხადებენ ადამიანებს სასამართლო განხილვების დაწყებამდე და შესაბამისად, ამით უსპობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ღარიბაშვილმა და კობახიძემ მოუსპეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ლაზარეს, იმიტომ, რომ ის გამოაცხადეს დამნაშავედ და ამით ინსტრუქცია მისცეს მოსამართლეს, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.“.
2023 წლის 4 აპრილს, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა, გრიგორიადისის მხარდასაჭერად საჯაროდ განაცხადა: “მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს. ლაზარესნაირმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის...”, - განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…