"მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და მიიმალა" - პოლიციამ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში მოქალაქისთვის ხელჩანთიდან თანხის გატაცების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…