როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 ნოემბერს საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი: დასავლეთის ნაწილში წვიმა დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი მზიანი და უნალექო დღე იქნება.

18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
სოხუმში მცინარე ნალექია მოსალოდნელი, +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც ნალექიანი დღეა, დღისით +9, ღამით -3 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +3 იქნება.
ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
ომალოშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +6, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზიან და უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეს ელოდებიან. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი და უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი და უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…