ბათუმში ხვალ გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ნოემბერს აჭარაში გამოიდარებს, თუმცა ღამით წვიმა და მაღალ მთაში თოვაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.
დღისით, 10 ნოემბერს, გამოიდარებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0- 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში:
ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: ღამით და დილით – 4-5 ბალი, დღისით, 10 ნოემბერს – 2-3 ბალი.
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…